საბა ბუაძე - ღარიბაშვილისთვის ძალიან ტრაგიკული მოცემულობაა, როდესაც “ქართული ოცნების” ბოლო პრემიერ-მინისტრად ბრუნდება

ღარიბაშვილისთვის ეს არის ძალიან ტრაგიკული მოცემულობა, როდესაც ის ბრუნდება “ქართული ოცნების” ბოლო პრემიერ-მინისტრად, - ასე აფასებს “ლელოს” ლიდერი, საბა ბუაძე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას.

ბუაძის თქმით, “ქართული ოცნება” “კომიკურ და გროტესკულ ელემენტებს აბრუნებს”.

“საღი აზრის რესურსი სრულად ამოწურულია ამ პარტიაში და კომიკურ და გროტესკულ ელემენტებს აბრუნებენ. აბრუნებენ ადამიანებს, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია ასეულობით მილიონობით ლარის მოპარვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ღარიბაშვილის, მისი რეპრესიების და თითის ქნევის არავის არ ეშინია და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს”,- განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა