ნიკა მელია - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიამ არ დაღვარა დღეს სისხლი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდა, მსგავსად 20 ივნისისა

გიორგი გახარია დასაფასებელია - მისასალმებელია, რომ მან არ დაღვარა დღეს სისხლი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდა, მსგავსად 20 ივნისისა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, როდესაც პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმის მიტანას აპირებდა, თუმცა შეუძლებელია 20 ივნისის საქმეზე გავრილოვის დავალებით თავისუფლების იდეა გასამართლდეს.

ამასთან, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სადაც ახალი არჩევნების საკითხი იქნება.

„აქ ძალიან ახლოს იყვნენ, მათთვის მომაკვდინებელი შეტევის მოტანასთან. აპირებდნენ შტურმი მოეტანათ და დავეპატიმრებინე, რაც როგორც მათ დავპირდი. ვერ მოხერხდებოდა. ვერც მოხერხდა და ვერც მომავალში მოხერხდება - გამორიცხული ამბავია იმიტომ, რომ ის ადამიანები ვინც დღეს აქ არიან, მე მათ შორის, არიან ძალიან მართალი ადამიანები, რომლებიც იცავენ საკუთარი შვილების, სიმართლის და მომავალი თაობის უკეთეს ხვალინდელ დღეს და შესაძლებლობას უტოვებენ ქვეყანას, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. შეუძლებელია 20 ივნისის ეგიდით, 20 ივნისის საქმეზე გავრილოვის დავალებით თავისუფლების იდეა გასამართლდეს. მიპირებდნენ ციხეში გაგზავნას, არ ვიცი რას ეყრდნობოდა მათი ოპტიმიზმი, მაგრამ შედეგად ვიხილეთ, რომ ალბათ, ვინმე თუ ყავდათ ელექტორალური ღირებულების „ქართულ ოცნებას“ და ვინმეს თუ შეიძლებოდა რაიმე ჭკუა დაკითხებოდა, იმ ადამიანმა მეორეჯერ სისხლი არ დაღვარა და ეს იმიტომ გააკეთა, რომ 20 ივნისს ძალიან კარგად იცის რა დააშავა, ვგულისხმობ გიორგი გახარიას. ამიტომ ამ ნაწილში ეს ბატონი არის დასაფასებელი. ეს არის მისასალმებელი, რომ მან არ დაღვარა დღეს სისხლი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდა 20 ივნისის მსგავსად. მე უსამართლობას თავს აღარ დავუხრი. გამოსავალი არის ერთი და უებარი. არ არსებობს აქ ორი გამოსავალი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩემთვის არიან რეჟიმის მსახურნი, თუმცა ჩვენ მათთან ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან და დაისმება საკითხი ახალი არჩევნებისა“, - განაცხადა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს