მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს ექნება და პრემიერი გახდება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, ვინაიდან, მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

როგორც მდინარაძემ განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილს უმრავლესობის სხდომაზე სრული შემადგენლობით დაუფიქსირეს მხარდაჭერა.

„მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში, რადგან საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი, ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ ეს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობას - ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია უკვე დაბეჯითებით, დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის კანდიდატად ექნება და პრემიერი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არის, ეს არის უკვე გადაწყვეტილი, იმიტომ რომ მას უკვე უმრავლესობის სხდომაზე დაუფიქსირეს ჩვენმა კოლეგებმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა