მამუკა მდინარაძე - არანაირ ვადამდელი არჩევნების შესახებ ლაპარაკი არ შეიძლება, ესაა სპეკულაცია!

არანაირ ვადამდელ არჩევნების შესახებ ახლა ლაპარაკი არ შეიძლება, ესაა სპეკულაცია!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების პროექტი არ გამოუვიდა და აღნიშნულ საკითხზე საუბარს თავი უკვე დაანებეს.

„პირველი რაც გავაკეთე, გადაწყვეტილების გაგების შემდეგ შს სამინისტროს მოვუწოდე, ადამიანების უფლებების დაცვით კონკრეტული და ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოთ. ჩვენ ყველაფრის ხარჯზე გადაწყვეტილების აღსრულებაზე არ მივდივართ ხოლმე. ჯერ კონკრეტული აღმასრულებელი რგოლები ფიქრობენ იმაზე, როგორ უნდა შესრულდეს, ისეთი მტკივნეული გადაწყვეტილებები, რაც ისედაც რთული შესასრულებელია, რომ ამავდროულად ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. საუბარი და შიდა კამათი იყო, მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ეს რა ვადაში უნდა აღსრულდეს, მაგრამ გადაწყვეტის გზებზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ.

არანაირ ვადამდელ არჩევნების შესახებ ახლა ლაპარაკი არ შეიძლება, ესაა სპეკულაცია! მე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, თუკი ოპოზიცია ელოდებოდა, ან ახლა ელოდება რაიმე სახის შეთავაზებას მათ მთავარ მოთხოვნაზე, ვხედავთ, რომ ამაზე საუბარს თავი თვითონაც დაანებეს, მათ შორის მათმა მხარდამჭერებმაც, ეს პროექტი არ გამოვიდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს