სოზარ სუბარი - მოწოდება მექნება ოპოზიციის ლიდერის მიმართ, რომელიც ქვეყნის გარეთაა, რაც უფრო მალე ჩამოვა და მოიხდის სასჯელს, მით უკეთესი, სასიამოვნო არაა ასაკში იჯდეს ადამიანი ციხეში

ღარიბაშვილის კანდიდატურამ საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში, ისევე როგორც ერთსულოვანი იყო უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა",-ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, სოზარ სუბარმა პარტიის ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის გამოცდილი წევრია.

"ირაკლი ღარიბაშვილი არის პარტიის დამფუძნებელი, პირველი წუთიდან, როდესაც დაიწყო "ქართული ოცნების" ფორმირება და ჩამოყალიბება, ის ერთ-ერთი თანამებრძოლი იყო გუნდში. შემდეგ იყო მთავრობის წევრი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, ორივეგან გაატარა სერიოზული რეფორმები. მის სახელს უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, თავდაცვის მინისტრობისას მან ეს ხაზი გააგრძელა ნატოსთან მეტი ინტეგრაციის მიმართულებით, ძალიან გამოცდილი ადამიანი, გამოცდილი გუნდის წევრია, საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში, ისევე როგორც ერთსულოვანი იყო უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა",-განაცხადა სოზარ სუბარმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია პრემიერ-მინისტობის კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებით, სუბარი დასძენს: "ვისაც არ გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში კიდევ დიდხანს იტრიალებს მისი აჩრდილი თქვენს თავზე. თუმცა, ოპოზიციას მინდა მოვუწოდო, დავამშვიდო, მათი სიხარული და ეიფორია ხანმოკლე აღმოჩნდა. ახლა მათთან მექნება მოწოდება. დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ნორმალური წინადადებებით, შემოვიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა, ნუ გაუქარწყლებენ ბოლომდე ნდობას ამომრჩეველს. დაემორჩილონ კანონს, კანონზე მაღლა ვერ დადგება ვერავინ და ვერანაირი ძალადობა და რევოლუცია ვერ მოხდება, ამას შეეგუონ. მესამე მოწოდება მექნება მათი ლიდერის მიმართ, რომელიც ქვეყნის გარეთაა, გარდაუვალია, საბოლოოდ სამართალი აღსრულდება, რაც უფრო მალე ჩამოვა და დროზე მოიხდის სასჯელს, მით უკეთესი იქნება მისთვის, არ არის სასიამოვნო ასაკში იჯდეს ადამიანი ციხეში",- განაცხადა სუბარმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს