ანრი ოხანაშვილი კითხვაზე, რამდენად გაართმევს თავს ღარიბაშვილი იმ გამოწვევებს, რაზეც ივანიშვილი მიუთითებდა - ახლა ვართ 2021 წელში

ახლა ვართ 2021 წელში, - ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტის კითხვას, რამდენად გაართმევს თავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იმ გამოწვევებს, რაზეც ბიძინა ივანიშვილი მიუთითებდა მაშინ, როცა ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა და აცხადებდა, რომ "ღარიბაშვილის მთავარი პრობლემა იყო ნათესავები".

ოხანაშვილის თქმით, მას ღარიბაშვილთან ამ მიმართულებით კითხვები არ აქვს.

"ახლა ვართ 2021 წელში. ჩვენი მთავარი საზრუნავი გვაქვს ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა, დასაქმება, ეკონომიკა. რაც შეეხება წარსულ გარკვეულ საკითხებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ოპოზიციას თუ აქვს რაიმე ინტერესი, ან შეკითხვა შეუძლიათ მობრძანდნენ პარლამენტში და დასვან, ყველა შეკითხვაზე დარწმუნებული ვარ გასცემს პასუხს. მე შეკითხვები არ მაქვს, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომლის სახელიც დაკავშირებულია პროფესიონალიზმთან და ქვეყნის სიყვარულთან",- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს ექნება სრული მხარდაჭერა, ხოლო რაც შეეეხება ოპოზიციის განცხადებებს, ოხანაშვილი ამბობს, რომ მათ სახეზე ამოიკითხავდით, რამდენად გაოგნებულები იყვნენ ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებით.

"ჩვენ ოპოზიციის იმედად არ ვართ, ჩვენ ვართ "ქართული ოცნების" სოლიდური გუნდი და „ქართული ოცნება“ ერთსულოვნად გამოუცხადებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მხარდაჭერას, შესაბამისად, ეს მათი გადასაწყვეტია, ისინი რა პოზიციაზე დარჩებიან. უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვუცხადებთ ნდობას ახალ პრემიერ-მინისტრს და მის სამთავრობო გუნდს. სახეებზე ეტყობოდათ ეს უკან დახევა იყო თუ წინსვლა, სახეებზე ამოიკითხავდით, რამდენად გაოგნებულები იყვნენ. წინ გველის საინტერესო პროცესები, ჩვენი უპირველესი საზრუნავი არის ჩვენი საზოგადოების ინტერესები, მათი ჯანმრთელობა, დასაქმება, ეკონომიკა. ყველა სხვა საკითხი რომელიც თანმდევი პროცესია, ვუზრუნველყოფთ დემოკრატიულ ფარგლებში ამ საკითხების გადაწყვეტას. რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, ჩვენ კარი არ დაგვიხურავს არცერთ შემთხვევაში მოლაპარაკებებისთვის, პატივს ვცემთ დემოკრატიის იმ პრინციპებს და მონაპოვარს, რომელიც დღეს ჩვენ აქამდე მოვიტანეთ და ასე გავაგრძელებთ. თუკი, ვინმეს სურს კანონის მიღმა გასვლა, ამას ვინ ახდენს ხედავთ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო