მამუკა ხაზარაძე - დღეს გახარიამ აღიარა, რომ მართლმსაჯულების საკითხები წყდება მმართველი ძალის შეკრებებზე და მათ ვერ შეაჯერეს პოზიციები, დაეჭირათ თუ არა მელია

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პრაქტიკულად დღეს გიორგი გახარიამ მოახდინა თვითლუსტრაცია და აღიარა, რომ მართლმსაჯულების საკითხები წყდება მმართველი პოლიტიკური ძალის შეკრებებზე.

„ამაზე დიდი აღიარება პირველი პირისაგან, რომ მათ ვერ შეაჯერეს საკუთარი პოზიციები, დაეჭირათ თუ არა მელია, აღესრულებინათ თუ არა კანონი, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" არის გაბანკროტებული... პრაქტიკულად მთელ ქვეყანას დაუდასტურეს, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიზირებული სასამართლო და პოლიტიზირებული პროკურატურა.

რაც შეეხება ჩვენი საქმის ამოღებას. მინდა გითხრათ, რომ ამის სულ არ მეშინია რადგან მე, რომ უკან დახევა მდომოდა არ შევიდოდი ამ ომში. არ მივატოვებდი 30 წლიან ჩემს ნამუშევარს, რომელშიც ძალიან წარმატებული ვიყავი ჩემს მეგობრებთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. მე შევედი ამ ბრძოლაში, რადგან არ დავუშვებ არასდროს უსამართლობას! ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს!

რაც შეეხება ნიკა მელიას დაჭერა, არ დაჭერის თემას, ჯერ უნდა გამოიძიონ ის კორუფციული სქემები, რომლის მეშვეობითაც "ქართულმა ოცნებამ" მილიარდები ჩაიჯიბა და არცერთი საქმე არ არის გამოძიებული.

დღეს "ოცნებამ" ჩემში ბოლომდე ლუსტრაცია განიცადა და პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ისინი მართავენ მოსამართლეებს. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოსამართლე, რომელიც გუშინ მელიას საქმეს განიხილავდა, ასევე იყო ჩვენი საქმის მოსამართლეც”, - წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა