ანრი ოხანაშვილი - სისხლისღვრაზე საუბარი წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს ამის წყურვილი აქვს, ეს "ნაცმოძრაობაა", რაზეც უქადაგებს მათი ბელადი, სააკაშვილი

სისხლისღვრაზე საუბარი წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს ეს სურს და ამის წყურვილი აქვს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", მათ ამის შესახებ უქადაგებს მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები ამასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

"პრემიერ გახარიას განცხადებაშიც, როცა მან ისაუბრა გადადგომაზე, ამაზე იყო საუბარი, რომ აღსრულების დროს საჭირო იყო შედარებით ტემპერატურის დაწევა, თუ - არა. „ქართული ოცნების“ ყველა წევრი იზიარებს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. გიორგი გახარიამაც ხაზგასმით თქვა, რომ კანონის აღსრულება უპირობოა. აზრთა სხვაობა შეეხებოდა იმა, თუ რამდენ დღეში ჯობდა ამ გადაწყვეტილების აღსრულება პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს