ანრი ოხანაშვილი მელიას საქმეზე - კანონი აღსრულდება აუცილებლად, არაფერი ირღვევა, კანონმდებლობით კონკრეტულად, რა ვადაში უნდა მოხდეს აღსრულება, გაწერილი არ არის

კანონი აღსრულდება აუცილებლად, რაც შეეხება დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არაფერი არ ირღვევა, კონკრეტულად რა ვადაში უნდა მოხდეს აღსრულება, გაწერილი არ არის,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება.

"ვთანხმდებით, რომ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენელი. რაც შეეხება როდის უნდა აღსრულდეს, ამ კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ დროებით გადაიდოს აღსრულება, ვინაიდან, შეიქმნა სიტუაცია, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა და ნდობა უნდა გამოვუცხადოთ ახალ პრემიერ - მინისტრს. შესაბამისად, კანონი აღსრულდება აუცილებლად, რაც შეეხება დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არაფერი არ ირღვევა, ვადა კონკრეტული, რა ვადაში უნდა მოხდეს აღსრულება გაწერილი არ არის. საუბარი იყო რომ გონივრულ, უმოკლეს დროში ეს გადაწყვეტილება აღსრულდება, როდის აღსრულდება, კონკრეტული უწყების წარმომადგენლები გაცნობებენ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს