გია ხუხაშვილი - ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ კუდის მოქნევას და მაგარბიჭობანას თამაშს აპირებენ - „ქართული ოცნება“ ჰაერშია, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა, ეს გახარია იყო

სამწუხაროდ, ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან, კუდის მოქნევას და მაგარბიჭობანას თამაშს აპირებენ,- ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, „გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი“ და ამით რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი გახდა.

„ერთ - ორ სისულელეს კიდევ ჩაიდენენ და ტლაპოში ჩახტებიან, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მათაც ძალიან დააზიანებს, რადგან მათი მომავალი კიდევ უფრო პრობლემატური იქნება, ვიდრე შეიძლება, ყოფილიყო, მაგრამ ისინი სხვა გზას ვერ ხედავენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილის რიტორიკა სერიოზულად განსახილველი არ არის.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ გახარიას სახით „ბოლო ბურჯი“ გამოეცალა.

„მისი, ეს მაჩოს განცხადებების ან ადრე ვის სჯეროდა - გვახსოვს, რომ ერთხელ გამოვიდა და განაცხადა იბერიას გავაბრწყინებო და სამ დღეში ყურებჩამოყრილი გამოვიდა - გადავდექიო. მის განცხადებებს არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა ვიხილავდეთ, მას ეტყვიან დაჯექი - დაჯდება, ეტყვიან ადექი - ადგება, ასეთი პერსონაჟია ქართულ პოლიტიკაში და არა უმეტეს ამისა. აქედან გამომდინარე პროცესი არის ასეთი, რომ "ქართული ოცნება" არის დღეს ჰაერში დარჩენილი. ელექტორალური ბაზა, საყრდენი აღარ აქვთ, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა "ქართული ოცნება", ეს იყო გახარია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს