ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილს რევოლუცია უნდა და ამაში მთავარი მოკავშირე ვინ ჰყავს? - ოპოზიცია კი არა, „ქართული ოცნება“

ღარიბაშვილი რომ გაიძახოდა, დავასრულებ „ნაცმოძრაობასო“, დასრულებულს ჰგავს ახლა „ნაციონალური მოძრაობა“?! აბა დააკვირდნენ - მოღონიერებულს ხომ არ ჰგავს?!- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავისი ქმედებებით მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე გახდა.

„ეს არის სააკაშვილის თამაში, რომ აქ მოხდეს ესკალაცია და რევოლუცია, სააკაშვილს არანაირი რეფორმები, არანაირი ვადამდელი, არაფერი მსგავსი არ უნდა, მას უნდა რევოლუცია, რომ დაბრუნდეს და ვისი ჯავრიც დაუგროვდა ამ წლების განმავლობაში, უნდა ყველაზე ჯავრი იყაროს და ამაში მთავარი მოკავშირე ვინ ჰყავს? - ოპოზიცია კი არა, „ქართული ოცნება“, რომელიც ასე ფეხდაფეხ დავალებას რომ მისცემ სახლში, რომ შეასრულოს, ასე ასრულებს ამ დავალებებს. არ ვიცი შეგნებულად აკეთებს თუ შეუგნებლად, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში რაც მოხდა, „ქართულმა ოცნებამ“ იხეირა იმით?! - არა.

რომელიმე პარტიის დასრულება კი არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მიზანი, სიღარიბის, უმუშევრობის დასრულება უნდა იყოს, კორონავირუსის დამარცხება უნდა იყოს და რა ქნა, რომ გაიძახოდა ღარიბაშვილი, როცა თავდაცვის მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი იყო, დავასრულებ ნაცმოძრაობასო, დასრულებულს ჰგავს ახლა "ნაციონალური მოძრაობა"?! აბა მივიდნენ რთი დააკვირდნენ - დასრულებულს ჰგავს? მოღონიერებულს ხომ არ ჰგავს?! ნადირს რომ სისხლის სუნი ეცემა, ასე აღტკინებულს ხომ არ ჰგავს, დღეს განსაკუთრებით. ჰოდა მოეშვან ეფემერულ რაღაცებს და ქარის წისქვილებთან ბრძოლას "ქართული ოცნება", დაეშვან დედამიწაზე და ეხატებათ თუ არა გულზე "ნაციონალური მოძრაობა" ან დანარჩენი ოპოზიცია, დასხდნენ, დაილაპარაკონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს