თამარ ტალიაშვილი - ურადიკალურეს ოპოზიციაშიც ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იოტისოდენა ეჭვი შეიძლება ეპარებოდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს!

ურადიკალურეს ოპოზიციაშიც ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იოტისოდენა ეჭვი შეიძლება ეპარებოდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტალიაშვილი აცხადებს, ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა.

"ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ჯარისკაცი ამ სიტყვის ყველაზე სიღრმისეული გაგებით! ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპულიც და ამავე დროს გამაერთიანებელი ჩვენი ხალხისთვის. თვით ურადიკალურეს ოპოზიციაშიც ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იოტისოდენა ეჭვი შეიძლება ეპარებოდეს ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეში - ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს! ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის სტადიაზე ქართული თავდაცვის გადამყვანი!", - წერს ტალიაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებებს უსურვებს.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა