„ევროპის სახალხო პარტია“ - სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შექნილი სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

“საქართველო შეიძლება იყოს რეგიონის წამყვანი ქვეყანა, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემას. სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება მთავრობასა და ოპოზიციას შორის“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერზე“ ავრცელებს.

ამასთან, "ევროპის სახალხო პარტიის" კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ევროპის სახალხო პარტია" - სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა