ლევან ბოძაშვილი - ველი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ სამთავრობო გუნდის დიდი ნაწილი შეიცვლება

მოველი, რომ სამთავრობო გუნდის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიცვლება და ეს კარგია, რადგან მოსახლეობაში დიდია ანტისტაგნაციური მოთხოვნები და ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება ახალი მიდგომები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ობიექტურად რომ შეფასდეს, ირაკლი ღარიბაშვილის დროს ჩაეყარა საფუძველი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საბჭოს, სწორედ მაშინ ბევრად უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე რომელიმე „ქართული ოცნების“ სხვა პრემიერის დროს ამ კუთხით.

ბოძაშვილის თქმით, მის დროს მოხდა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება და მისი ფორმალური ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირის ფორმულირება.

„სამივე საკითხი, გარდა საარჩევნო და სასამართლო თემატიკებისა, მნიშვნელოვანია და გარკვეულ გამოწვევებს მოიცავს. პირველი შემთხვევაში მისაღები და განსასაზღვრია ქვეყნის საერთო ეროვნული ხედვა, რათა ქვეყანა ტექნოლოგიური ჩამორჩენილობიდან სწრაფად ამოვიდეს. შესაქმნელია ცალკე სპეციალიზირებული უპორტფელო სამინისტრო, რომელიც ამ სტრატეგიებს განახორციელებს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველაფერს მოიცავს, დაწყებული ეკონომიკური განვითარებიდან, დასრულებული ტექნოლოგიური სუვერენიტეტით. ამ კუთხოთ თითქმის არაფერია გაკეთებული.

მეორე შემთხვევაში ასოცირების განხორციელება ვერ პასუხობს სათანადო მოთხოვნებს და სრული გადახალისებაა საჭირო საკადრო და მიდგომითი თვალსაზრისით და მესამე შემთხვევაში გამოწვევა იქნება ჯო ბაიდენის 4 თებერვლის მემორანდუმი სექსუალურ უმცირესობათა უფლებების განსაკუთრებული დაცვის კუთხით და ამ მემორანდუმის პარტნიორ ქვეყნებში განხორციელების უზრუნველყოფა, რომლის დარღვევის გამო მემორანდუმის მიხედვით ამერიკის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება დააწესოს სანქციები, შეწყვიტოს დაფინანსება და შეამციროს სხვა პარტნიორული გეგმები. ამიტომ, ეს შეიძლება დიდ გამოწვევად იქცეს მისთვის. იგივე ეხება სასამართლო და მთლიანად მართლმასჯულების სისტემის რეალურ რეფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმით მნიშვნელოვანია პარტნიორი ამერიკისთვის, როგორც დემოკრატიის რეალური საზომი.

მოველი, რომ სამთავრობო გუნდის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიცვლება და ეს კარგია, რადგან მოსახლეობაში დიდია ანტისტაგნაციური მოთხოვნები და ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება ახალი მიდგომები“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს