“საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ” ევროპის კავშირის დაფინანსებით პროექტი PARTICIPATION MATTERS დაიწყო

“საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ” ახალგაზრდული ორგანიზაციების გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ევროპის კავშირის დაფინანსებით დაიწყო პროექტი “PARTICIPATION MATTERS”.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროექტის ამოცანა არის პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ მონაწილე 30 ორგანიზაციის 90 წარმომადგენლის ციფრული უნარების გაუმჯობესება, მათი კომპეტენციების ამაღლება, ონლაინ ინსტრუმენტების ფლობის უზრუნველყოფა კომუნიკაციისა და შიდა მენეჯმენტისათვის, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირისპირი აქტივობების განხორციელების პროცესში.

“ვინაიდან კოვიდ სიტუაცია დღესაც არ არის სტაბილური, ახალგაზრდებისათვის პირისპირი აქტივობების განხორციელება საფრთხის შემცველია და ორგანიზაციები საქმიანობას აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში, თუმცა ეს პროცესი საქართველოში სხვადასხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული. რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები ვერ ახერხებენ წვდომას პროგრამებზე და მათ უმრავლესობას ციფრული უნარების ნაკლებობა აქვთ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში 18 თებერვალს დავიწყეთ მონაწილეთა გარამზადების პროცესი, რათა მათ შეძლონ ახალგაზრდულ საქმიანობაში ციფრული ხელსაწყოების გამოყენება სხვადასხვა აქტივობების შესაქმნელად. გადამზადების პროცესს ფასილიტაციას უწევენ “SALTO”-ს და ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ტრენერები”, -განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.

“საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს” ცნობით, პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის "COVID-19" - ის სქემით და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რათა შემსუბუქდეს “COVID-19”ის გავლენა რეგიონში.

“ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა