საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 391 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 267 701-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 260 597-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 406 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 672, საიდანაც: 1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 199, იმერეთში - 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 356 პირი, მათ შორის, თბილისში - 134, აჭარაში - 40, იმერეთში - 109. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 106 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 9, იმერეთში - 12. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 119 - თბილისში, 96 - აჭარაში, 16 - იმერეთში. 1 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 31.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 945 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 107 პირი, აჭარაში - 620, იმერეთში - 1 067.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)