გიორგი ბარამიძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძალიან ტრივიალური და „კუმ ფეხი გამოყო“ წინადადებაა

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძალიან ტრივიალური და „კუმ ფეხი გამოყო“ წინადადებაა, რომელსაც ვეთანხმები, სწორედ ამას მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი კოლეგები, რომ კონფროტაციის გარეშე შედგეს დიალოგი”,- ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძე პრეზიდენტის განცხადებას, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვა.

ბარამიძის განცხადებით, “ეს ის იშვიათი განცხადებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ასამარებს”.

“ეს ის იშვიათი განცხადებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ასამარებს, როგორც ის განცხადებები, რომ საქართველომ დაიწყო ომი ან სასწრაფოდ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებების გარეშე უნდა დაგვითმოს რაღაც, რაც სადავოა ან ამდაგვარი, ვალენტინობა ვალენტინა ტერეშკოვასთან დაკავშირებით დაწესებულაო და რაღაც ამ სისულელეებზე აღარ ვილაპარაკებ. ძალიან ტრივიალური და „კუმ ფეხი გამოყო“ წინადადებაა, რომელსაც ვეთანხმები, სწორედ ამას მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი კოლეგები, რომ კონფროტაციის გარეშე შედგეს დიალოგი. ჩვენ კონფრონტაციაზე არ მივდივართ და მზად ვართ დიალოგისთვის, ამას ვლაპარაკობთ ამდენი ხანია. ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა გამოავლინოს პასუხისმგებლობა თუ გააჩნია და შესაბამისად, გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილი, თვით სალომე ზურაბიშვილიც კი და რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ”,- განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი”.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია