„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქართული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. შესაბამისად, ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მრავალწლიანი ურთიერთობა წარმატებით გრძელდება.

„თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია საქართველოში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პარალელურად პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს.

„კავკასუს როუდ პროჯექტი“ მიმდინარე პროექტით ერევანში ხიდს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 13 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი 7,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტი 2021 წელს დასრულდება და მასში უკვე 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ჯამში 250 ადამიანს ასაქმებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოხარული ვართ, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ და საქართველოს ბანკმა არერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიად რჩევა. ამასთან, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მას აძლევს შესაძლებლობას, როგორც საერთაშორისო კომპანია, ჩაერთოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროექტებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას ამ საქმეში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას, რადგან გვჯერა რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა