ლევან იოსელიანი - მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საერთაშორისო გამოხმაურებების შეფასებისას განუცხადა.

„ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა მისული. უნდა გაიაზროს, რა პროცესებს დაუდო სათავე იმ უპასუხისმგებლობამ, რაც საბოლოო ჯამში, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა, რომელმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

ვფიქრობ, რომ ალტერნატივა არ აქვს მოლაპარაკებას. ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, თუ შეთანხმება შედგება. ეს დაამშვიდებს სიტუაციას ქვეყანაში, თუმცა უნდა გვესმოდეს, ეს როდის იქნება და საერთოდ იქნება თუ არა, მთავარია, როგორ ჩატარდება. თუ არჩევნებს ნდობა არ ექნება, საარჩევნო რეფორმას ბოლომდე არ მივიყვანთ, მაშინ აზრი არ ექნება არცერთ არჩევნებს. არჩევნები უნდა იყოს სანდო და მოქალაქეებმა არჩევნების გაყალბებასა და ხმების დაკარგვაზე არ უნდა იდარდონ"- განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა