გიორგი ვაშაძე - თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაპირისპირების გზას აირჩევს, ცუდ გზას დაადგება და მისი პრემიერობა, შეიძლება, ჩანასახოვან სტადიაში დამთავრდეს

თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაპირისპირების გზას აირჩევს და თუ ის იქნება ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის დავალებების შემსრულებელი, ძალიან ცუდ გზას დაადგება და მისი პრემიერობა, შეიძლება, ჩანასახოვან სტადიაში დამთავრდეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება შეეცდება, რომ შტურმით დააკავოს პოლიტიკური ოპონენტები, ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებს.

"ირაკლი ღარიბაშვილს ისევე როგორც ნებისმიერ "ქართული ოცნების" ლიდერს აქვს არჩევანი - დაპირსიპირება თუ შეთანხმება და თანამშრომლობა. თუ ის აირჩევს დაპირისპირების გზას და თუ ის იქნება ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის დავალებების შემსრულებელი, ძალიან ცუდ გზას დაადგება და მისი პრემიერობა, შეიძლება, ჩანასახოვან სტადიაში დამთავრდეს. ჩვენ მზაობას გამოვხატავთ შეთანხმებისთვის. ყველა დაიღალა ამ დაპირისპირების ფონით, შესაბამისად, შეთანხმებისთვის მზაობას გამოვხატავთ. თუ მეორე მხარე იქნება აგრესიული, თუ შეეცდებიან ისევ შტურმით დააკავონ პოლიტიკური ოპონენტები და თავპირის მტვრევა ატეხონ ქვეყანაში, ამაზე ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ ჩვენგანაც, საზოგადოებისგანაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგანაც", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა