ცესკო - თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა.

შესაბამისად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოში განუცხადეს, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება.

„თამარ ჟვანია არ გადამდგარა. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადეს ცესკოში.

ცნობისთვის, თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რასაც ოპოზიცია აყენებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და თამარ ჟვანიას გადადგომაა, რადგან მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო