ლევან იოსელიანი - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ამ სიტუაციისთვის კარგი გამოსავალი არაა

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ამ სიტუაციისთვის კარგი გამოსავალი არაა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" წევრმა, ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მას უჭირს იმის თქმა, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა არის თუ არა ივანიშვილის გადაწყვეტილება.

„ღარიბაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიციის მიმართ მისი დამოკიდებულება აქამდეც ცნობილია. ეს დამოკიდებულება რა თქმა უნდა, მის ქმედებებში აისახება. ეს საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. მე ველოდი „ქართული ოცნება" ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც, პირიქით, ამ ფონს დაამშვიდებდა და ყველაფერს მოლაპარაკების რეჟიმში გადაიყვანდა, მაგრამ ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად შესაბამისი არაა“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია გუშინ გადადგა, მთავრობის მეთაურობის კანდიდატად კი "ქართულმა ოცნებამ" თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა