ნიკა ობოლაძე - ველოდებით, ხელისუფლებამ აღიაროს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ეს კრიზისი განიმუხტოს

ველოდებით, ხელისუფლებამ აღიაროს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან რათა ეს კრიზისი განიმუხტოს”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია და არსებობს საფრთხე, რომ დაირღვეს სამოქალაქო მშვიდობა.

“ის, რომ ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი ამაზე ლაპარაკობს მთელი ოპოზიცია გამონაკლისის გარეშე, ეს დაადასტურა “ქართული ოცნების” პირველმა ნომერმა და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, ამაზე საუბრობს ამერიკის საელჩო, ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან. ჩვენ დავრჩებით ამ ოფისში მანამდე და დავიცავთ ნიკა მელიას, ვიდრე არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, ვიდრე არ შეწყდება პოლიტიკური დევნა და არ დავიწყებთ რეალურ საუბარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ნიკა მელიასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მათ შეაჩერეს გადაწყვეტილების აღსრულება, ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ისინი გადადგამენ კიდევ ერთ ნაბიჯს და თვალს გაუსწორებენ იმ რეალობას, რა რეალობაშიც ქვეყანაა. ქვეყანაში არის საფრთხე, რომ დაირღვეს სამოქალაქო მშვიდობა. მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი ამბობენ, რომ ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაციის საფრთხე, უნდა გაუსწორონ თვალი, იქნება ეს ღარიბაშვილი, კობახიძე თუ ივანიშვილი, უნდა დასხდნენ მოლაპარაკებებზე და ერთხელ მაინც ცხოვრებაში უნდა გადაწყვიტონ, რომ მთავარი ინტერესია ქვეყნის ინტერესი და არა მათი პარტიული ინტერესი”, - განაცხადა ობოლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო