შალვა პაპუაშვილი - საკრებულოებში მაჟორიტარული ნაწილი აუცილებელია - ადგილობრივი თვითმმართველობა პარლამენტი არ არის

საკრებულოებში მაჟორიტარული ნაწილი აუცილებელია - ადგილობრივი თვითმმართველობა პარლამენტი არ არის, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეკრებისას განაცხადა.

პაპუაშვილმა ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში მაჟორიტარული კომპონენტის შენარჩუნების მიზეზები განმარტა.

„ეს არის კომუნალურ საკითხებზე მომუშავე ორგანოები, რომელსაც მნიშვნელოვანი ბმა უნდა ჰქონდეთ ცალკეულ რაიონებთან, თემებთან. მთავარი შეთავაზება არის ის, რომ საკრებულოებში თანაფარდობა იზრდება პროპორციულის სასარგებლოდ. მაგალითად, თბილისში დღეს არის 25/25-ზე მოდელი, შეთავაზებით იქნება 10 მაჟორიტარული და 40 პროპორციული წესით არჩეული. მაჟორიტარული კომპონენტი უნდა დარჩეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა