ზაალ უდუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე - მეორედ მოსვლა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

“მეორედ მოსვლა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს”, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე წარდგენას.

უდუმაშვილის თქმით, მთავრობაში ცვლილებები არსებულ რეალობას ვერ შეცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პრემიერობაზე მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი დაეყენებინა სათავეში. ის, რაც ვერ ან არ გააკეთა ყოფილმა პრემიერმა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილებები მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ “ქართულ ოცნებაში” რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა