ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე არ ადასტურებს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. შესაბამისად, თამარ ჟვანია არ გადამდგარა. ყველა დანარჩენი ინსინუაცია და ინტერპრეტაცია არის ტყუილი. კიდევ ერთხელ ცალსახად ვადასტურებ, რომ თამარ ჟვანია იმყოფება სამუშაოზე, ის ახორციელებს თავის უფლებამოსილებას", - განაცხადა შარაბიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა