რამაზ საყვარელიძე - ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მკვეთრი ქცევა ექნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ

ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მკვეთრი ქცევა ექნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ლოიალობა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადრე იყვნენ უსამართლობაში შემჩნეული და არ დადგა სამართალი მათ მიმართ, ეს მიდგომა შეიცლება.

„რეალურად გადაიდგა პოლიტიკური ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ქართული პოლიტიკური სპექტრი შეიცვალება. შეიცვლება მმართველი პარტია და შეიცვლება ოპოზიცია. შეცვლაში ვგულისხმობ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მკვეთრი ქცევა ექნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ღარიბაშვილის დაბრუნებით უფრო მკვეთრი ხაზი გაივლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ხშირად ასეთი ზღვარი წაშლილი იყო. ისეთი შემთხვევები როგორიც იყოს ლოიალობა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადრე იყვნენ უსამართლობაში შემჩნეული და არ დადგა სამართალი მათ მიმართ, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა შეიცვლება. შესაძლოა, ღარიბაშვილისა და პარტიის ხაზი იყოს ერთმანეთან ჰარმონიაში და არ გამოიწვიოს ისეთი პრობლემა, რაც გახარიასთან. ირაკლი ღარიბაშვილის ხელწერა გამოვლინდება ისეთ მოვლენებში, როგორშიც გამოვლინდა თავდაცვის მინისტრობის დროს მისი ხასიათი. მან დავით გარეჯის საკითხი წამოწია და შეიძლება ითქვას, რომ მფარველობდა კიდეც“, - განაცხადა საყვარელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა