მიხეილ სარჯველაძე - გნებავთ სიხისტე ვუწოდოთ, გნებავთ სხვა სახელი მოვუფიქროთ ღარიბაშვილის იმ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიც არის ენერგიულობა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი

"ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას გუნდში ყველა პოზიტიურად შეხვდა.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ღარიბაშვილის კანდიდატურის გარშემო გუნდის შიგნით ერთსულოვნებაა.

"გნებავთ ვუწოდოთ სიხისტე, გნებავთ სხვა სახელი მოვუფიქროთ ირაკლი ღარიბაშვილის იმ მნიშვნელოვან თვისებებს როგორიც არის ენერგიულობა, გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ბატონი ირაკლის შემთხვევაში ამ ღირსებებს გამოვარჩევდი. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მისი კანდიდატურა სწორად შეფასდეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის თაობაზე გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მისი პირადი გადაწყვეტილება და "ამას გაგებით შეხვდებიან გუნდის ის წარმომადგენლები, ვისაც გახარიასთან მეტი თანამშრომლობა აკავშირებდა ან შეიძლება მეტი სიმპატია ჰქონდა მასთან".

"ეს არ იქნება ხელის შემშლელი, რომ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა", - დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა