მეტეოროლოგიური პირობების გამო, სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა

მეტეოროლოგიური პირობების გამო, დაზიანდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ავარია ფიქსირდება ასევე სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს 10 და 0,4 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე, რის გამოც ელექტრომომარაგება შეეზღუდა ქ. სიღნაღს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. აღნიშნულ ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.

ტექნიკური სამსახურის ინფორმაციით, გადამცემი ხაზი რთულ რელიეფზე გადის, რაც აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას მოითხოვს დამატებით დროს და ძალისხმევას.

„ადგილზე მობილიზებულია როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემის, ასევე სს "ენერგო- პრო ჯორჯია"-ს ტექნიკური სამსახური და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ქ. სიღნაღისა და მიმდებარე სოფლების ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღის ბოლომდე აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა