გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ დღეს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 3 პირის, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ დღეს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განმარტა, აღნიშნულის საფუძველი ამნისტიის ახალი აქტია, რომელიც ბრალდებულებს ეხებათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, აღნიშნულ ეპიზოდზე დაზარალებულები - ვახტანგ ჩიქოვანი და ნ. ხ. დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.

„ჩემი ინფორმაციით, დღეს პროცესზე შესაძლოა, გამოცხადდნენ ვახტანგ ჩიქოვანი და ნ. ხ. მათი ჩვენების შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საბა ჩხარტიშვილის და დანარჩენი ორი ბრალდებულის მიმართ გაავრცელებს თუ არა 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის აქტს. მათთვის ბრალად შერაცხულ მუხლებზე ამნისტიის აქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება და შესაბამისად, დღეს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი 11 იანვარს შეეცვალა. მათ ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა