გიორგი ბოტკოველის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე „პირველ, მცირე შტურმში“ კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი მონაწილეობდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეს, გიორგი ლილუაშვილს „ოდიოზურ ფიგურას“ უწოდებს და სხვა სამართალდამცავებს მოუწოდებს, „არ გახდნენ გიორგი ლილუაშვილები და პოლიტიკურად მოტივირებულები". ამის შესახებ ბოტკოველმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განუცხადა, სადაც წარმოადგინა ფოტომასალა, რომელზეც მისივე განმარტებით, ასახულია ლილუაშვილი, როდესაც პარტიის ოფისში სამართალდამცავები მივიდნენ.

ბოტკოველი განმარტავს, რომ გიორგი ლილუაშვილს, როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეს, შესაძლოა, ჰქონდა უფლება პარტიის ოფისში მისულიყო, მაგრამ მისი სახით, „სწორედ პირველი შტურმის დროს განისაზღვრა ისეთი ადამიანი, რომელიც დაუბრკოლებლად შეასრულებდა ნებისმიერ უკანონო დავალებას“.

ბოტკოველის თქმით, ლილუაშვილი ბევრჯერაა მხილებული ასეთ საკითხებში.

„როდესაც შსს-მ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი მცირე შტურმი განეხორციელებინა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე და ნიკა მელია დაეკავებინა, აქ გამოგზავნა, როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ისე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი. ეს პიროვნება საკუთარ თავს მალავდა პირბადისა და რამდენიმე ქუდის მეშვეობით. ცდილობდა, არ მომხდარიყო მისი იდენტიფიცირება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის, არის ოდიოზური ფიგურა. გიორგი ლილუაშვილი 2012 წლის მერე იყო პოლიტიკურად მოტივირებული ყველა საქმის პროკურორი კახეთის რეგიონში. ეს ადამიანი შსს-დან გაგზავნილი იყო კახეთში ერთ-ერთ ხელმძღვანელად იმაზე, რომ აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკურ საქმიანობაში და მოეხდინა ადამიანების დაშინება და ზეწოლა“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს