ადვოკატი - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს, პროკურატურას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოსთხოვოს პატიმრობის გაუქმება მელიას მიმართ

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს, პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოსთხოვოს პატიმრობის გაუქმება ნიკა მელიას მიმართ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც იმ სამართლებრივ მექანიზმებზე ისაუბრა, რაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის გაუქმებას გამოიწვევს.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გაუქმება ვითარების დეესკალაციას შეუწყობს ხელს.

„იმდენად ირაციონალური იყო ხელისუფლების მოქმედებები ნიკა მელიას საქმესთან მიმართებაში, რთულია ლოგიკური ვარიანტების გაკეთება, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს. გამორიცხული არაფერია, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ისევ შეეცადონ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა, ის არ უნდა იყოს აღსრულებული. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს. ამის სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, ეს იქნება კარგი ყველა მხარისთვის, ეს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას. რაც შეეხება სამართლებრივ მექანიზმებს, პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოთხოვოს პატიმრობის გაუქმება ნიკა მელიას მიმართ“,- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო