60 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა

ნგრევად შენობებში მცხოვრები კიდევ 60 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.

უწყების განმარტებით, ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ერთი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა. ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო