დავით ბერძენიშვილი - ივანიშვილს თავი გროსმაისტერი ჰგონია, ვნახოთ, ეცდება თუ არა "მრავალი სვლის" თვითგათვლით მოულოდნელი "განმუხტვის" ვერსიის შემოთავაზებას

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენა ოპოზიციასთან აგრესიული ანგარიშსწორების წყურვილითაა განპირობებული.

„დასავლეთის მყისიერი რეაგირება და დიალოგისკენ დაჟინებული მოწოდება (განსაკუთრებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები, EPP, საელჩოები, ლიტველების საშუამავლო დელეგაციის ჩამოსვლა, პრეზიდენტად მომუშავე სალომე ზურაბიშვილის იძულება, რომ მას დიალოგის მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა) მიიღო პასუხად ხელისუფლებამ.

ორივე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულება - სადამსჯელო ოპერაციაც და დიალოგზე იძულებაც მაქსიმალურად გამოკვეთილია.

ივანიშვილს თავი გროსმაისტერი ჰგონია. ვნახოთ, ეცდება თუ არა "მრავალი სვლის" თვითგათვლით (სინამდვილეში ის პრიმიტიულად ერთი სვლით თამაშობს) მოულოდნელი " განმუხტვის" ვერსიის შემოთავაზებას (20 ივნისიდან რამდენიმე დღეში პროპორციულის დაპირება გავიხსენოთ).

მაგალითად, არსებული სისტემით 30 "ჩასაჯიბებელი" მაჟორიტარის იმედად რომელიმე თარიღით ვადამდელი არჩევნების დაპირება იქნება, თუ დასავლეთის პოზიციას და ოპოზიციის წინააღმდეგობას არასაკმარის, გადასალახავ ბარიერად ჩათვლის და “შტურმავიკ" მოურავს უხეშ ძალას გამოაყენებინებს.

ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ან/ან მდგომარეობას ვუახლოვდებით. ევროატლანტიკურ სივრცეში ან შესვლის, ან უკან გადაგდების დრო გვიახლოვდება”, - წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა