გია ვოლსკი - მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ ვიწვევთ ყველას, რაც ოპონენტებისგან გვესმის, ეს არაა მოლაპარაკების შეთავაზება, ეს ულტიმატუმია

მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწვევთ ყველას. რაც ოპონენტებისგან გვესმის, ეს არაა მოლაპარაკების შეთავაზება, ეს ულტიმატუმია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნების ჩატარება სამართლებრივ საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს და არა ოპონენტების შეხედულებებს.

„მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწვევთ ყველას ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით. ვინაიდან კონკრეტული შეთავაზება გვაქვს, რომ თუ კი აუცილებლობა არსებობს, რომ ჩავატაროთ რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნები, ეს სამართლებრივ საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს და ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება ემყარებოდეს ნებისმიერი ჩვენი ოპონენტის, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებს.

რაც ოპონენტებისგან გვესმის, ეს არაა მოლაპარაკების შეთავაზება, ეს ულტიმატუმია, რომ თქვენ წადით, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვწონს შედეგები, მილიონზე მეტი ადამიანის დამოკიდებულება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან და უნდა მოხდეს ისე, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს, ასე ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოა და საკმაოდ მძლავრი ინსტიტუტები გააჩნია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მზადყოფნას გამოთქვამს "ქართულ ოცნებასთან" ვადამდელი არჩევნების შესახებ გამართონ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით. „ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს