გია ვოლსკი - ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მოითხოვს, სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს შესრულებული ამ ფორმით, ამაში გასაკვირი არაფერია - პრეზიდენტმა კანონის დაცვა უნდა მოითხოვოს

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მოითხოვს, სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს შესრულებული ამ ფორმით, ამაში გასაკვირი არაფერია. პრეზიდენტმა კანონის დაცვა უნდა მოითხოვოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ნიკა მელიას დაკავებისკენ სალომე ზურაბიშვილი კი არა, სასამართლო მოუწოდებს. თუნდაც იმ ადვოკატებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ პროკურორები და საკმაოდ სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდათ იმ ადამიანებთან, თუნდაც უდანაშაულოებთან, ვინც მათ ულტიმატუმებს არ ეთანხმებოდა, ისე ამოქოლავდნენ ციხეში, გაუნადგურებდნენ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, წაართმევდნენ ქონებას, რომ არავინ არაფერს დაგიდევდათ და დღეს პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ“,- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა, რომ ნიკა მელიას დაკავების მიზნით სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი შტურმით აიღონ, ვოლსკი ამბობს, რომ ეს სიტყვა ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის წინაპირობას ქმნის.

„ვნახოთ, პროცესი მიმდინარეობს და განვიხილავთ. არ მომწონს იდეა, რომ საფუძველი უნდა შეექმნას უკანონობის დამკვირდებას ქვეყანაში“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ „პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია“.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა