გიგი უგულავა - სამართალდამცავები თუ „ნაცმოძრაობის” ოფისში შემოიჭრებიან, მათ სახელებს და გვარებს გამოვაკრავთ ყველა ბოძზე

სამართალდამცავები თუ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შემოიჭრებიან, ვპირდები თითოეულ მათგანს, მათ სახელებს და გვარებს გამოვაკრავთ ყველა ბოძზე, რათა ყველამ იცოდეს, რომ ისინი უდანაშაულო ადამიანების ჩეხვაში იღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, თუ „რომელიმე პოლიციელი ამ კატასტროფაში მონაწილეობას მიიღებს, ის სირცხვილის ბოძზე უნდა იყოს გაკრული”.

„პირობას ვდებ, არც ერთი სამართალდამცველი, რომელიც აღმართავს ხელს და ჩაიდენს უკანონობას და ეს რომ უკანონობაა, მინიმუმ იქიდან ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგა და ამის მერე რომელიმე პოლიციელი ამ კატასტროფაში მონაწილეობას რომ მიიღებს, ის სირცხვილის ბოძზე უნდა იყოს გაკრული. მისმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავს მკვლელი. სხვანაირად ვერ შევცვლით. გვეყოლება ყოველთვის ახალი მთავრობა, რომელიც იმ ნაძირლებს გამოიყენებს, ვინც კანონის სახელით კანონს ფეხქვეშ გათელავს და უდანაშაულო ადამიანებს დაჩეხავს”,- განაცხადა უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა