გია ვოლსკის აზრით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება „იმ სიმძიმის ტვირთი ვერ გამოდგა, რაც გიორგი გახარიას შეეძლო ეკისრა"

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის გია ვოლსკის აზრით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება „იმ სიმძიმის ტვირთი ვერ გამოდგა, რაც გიორგი გახარიას შეეძლო ეკისრა".

„აღნიშნულ თემაზე დიდი პოლემიკა და აზრთა დაპირისპირება არ ყოფილა. თავად გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა აღსრულდეს. რასაკვირველია, აღმასრულებელ სტუქტურას აქვს აღსრულების პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ეს იმ სიმძიმის ტვირთი ვერ გამოდგა, რაც შეეძლო მას ეკისრა", - განაცხადა დღეს გია ვოლსკიმ.

მან აქვე აღნიშნა ისიც, რომ გახარიას მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული საქმეები დასაფასებელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს