პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო, დააკავეს რამდენიმე პირი

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით 5-მდე აქტივისტი დააკავეს.

ის აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, დღეს კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია