გიგი უგულავა - შემიძლია ნიძლავიც დაგიდოთ ჟურნალისტებს, ივანიშვილის ბოლო პრემიერი იქნება ღარიბაშვილი

საქართველოს ბევრისთვის გაუძლია, ჰყავდა მეფე ბაგრატ რეგვენიც, იმასაც გაუძლო, ასე რომ ღარიბაშვილსსაც გაუძლებს. მართალია ძველ ქართულში რეგვენი ცუდი მნიშვნელობით არ იყო, მაგრამ ღარიბაშვილი ისტორიაში შევა როგორც რეგვენი თანამედროვე მნიშვნელობით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ღარიბაშვილი გამორჩეულია მონათა შორის“.

„გადაუჭარბებლად შემიძლია ნიძლავიც დაგიდოთ ჟურნალისტებს, ივანიშვილის ბოლო პრემიერი იქნება ღარიბაშვილი და ივანიშვილი ისტორიის წინაშე იქნება ძალიან სავალალო, ცოტა სევდიანიც კი, ამხელა შესაძლებლობის კაცმა თავისი მოაღვაწეობა დაიწყო ღარიბაშვილით და დაამთავრებს ღარიბაშვილით.

ღარიბაშვილის მმართველობა რაც იყო ვნახეთ, ღარიბაშვილი მადლობით არ გაუშვია საკუთარ გუნდს, ღარიბაშვილი გააგდეს იმის გამო, რომ მისი მმართველობა იყო ცუდი, მან საერთაშორისო ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, ქვეყნის შიგნით გაჩნდა კლანები და კორუფცია, შესაბამისად ის საკუთარმა გუნდმა გააგდო, როგორც ცუდი პრემიერ- მინისტრი, ამიტომ 2014 წელს თუ ის ცუდი იყო როცა გააგდეს, დღეს ის კარგი ვერ იქნება. საქართველო ამასაც გაუძლებს, ბაგრატ რეგვენს გაუძლო და ღარიბაშვილს ვერ გაუძლებს?- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს