ლევან ხაბეიშვილი პარლამენტთან მივიდა და აპირებს, კარავი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკანა ეზოსთან იყო, პარლამენტის წინ გაშალოს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აპირებს, რომ კარავი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკანა ეზოსთან იყო, პარლამენტის წინ გაშალოს.

„ერთი კარავი მოგვპარეს, მეორეს ვერ მოგვპარავენ. მოქალაქეებს რა უფლებაც აქვთ მინიჭებული კონსტიტუციით, იმის შეზღუდვის უფლება არავის არ აქვს, მათ შორის არც პოლიციის ფორმაში გადაცმულ კრიმინალებს, იმიტომ, რომ კარვის მოპარვა არ შეიძლება. ჩვენ ავალთ და კარავს ჩამოვიტანთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 8-მდე აქტივისტი დააკავეს. ის აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, დღეს კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო