შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მის აღსრულებას უშლის ხელს

ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მის აღსრულებას უშლის ხელს. ასე, რომ ვინმეზე გადაბრალება, შტურმის იდეა, არის ზედმეტი, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აფერხებენ.

„ჩვენ დღეს, გუშინ, რასაც ვაკვირდებით ჩვენი ოპონენტების, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ისინი აფერხებენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, გასული არიან კანონს გარეთ, ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მის აღსრულებას უშლის ხელს. ასე, რომ ვინმეზე გადაბრალება, შტურმის იდეა არის ზედმეტი. ვინც დღეს კანონს გარეთაა გასული, არის ნიკა მელია და ის ვინც მხარს უჭერს რომ არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ „არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა