მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 236,79 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკიდან საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, რომელშიც განთავსებული იყო სასოფლო სამეურეო დანიშნულების საქონელი.

„ტვირთს, რისკის პროფილის ანალიზის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.

ავტომობილი შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურებისთვის „თბილისი 2“-ის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიგზავნა. კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, დოკუმენტების კამერალური შემოწმების და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 236,79 ლარი შეადგინა.

შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს