გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 3 პირის, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის სასამართლო პროცესი 2 მარტამდე გადაიდო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 3 პირის, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის სასამართლო პროცესი 2 მარტამდე გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი სასამართლო პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანის გამოუცხადებლობა გახდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებთან დაკავშირებით პოზიცია მხოლოდ ერთმა დაზარალებულმა ნ. ხ.-მ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ის თანახმაა ბრალდებულებს ამნისტიის ახალი აქტი შეეხოთ.

მას შემდეგ, რაც ორივე დაზარალებული სასამართლოში აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციას დააფიქსირებენ, ბრალდებულების მიმართ სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი 11 იანვარს შეეცვალა. მათ ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა