ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პრეზენტაცია გამართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის კამპუსში „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა და პროექტის მენეჯერმა, ნანა დიხამინჯიამ, „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში” პროგრამის ოფიცერმა ნიკა (ნინო) ყოჩიაშვილმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ICT კლასტერის და ინოვაციური განათლების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

„პროექტი ხორციელდება ევროკავშირის გრანტის ფარგლებში "უნარები დასაქმებისთვის", მისი მიზანია საქართველოში შეიქმნას ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი,რომელშიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩაერთვებიან 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი. ამ ტიპის კლუბები ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური ტექნოლოგიური განათლების საფუძვლის შექმნისთვის, ის მისცემს ახალგაზრდებს უნარებს, რაც მომავალში დასაქმებისთვის წაადგებათ. ჩართულები იქნებიან 15 -დან 25-წლამდე ახალგაზრდები, ისინი შეისწავლიან დაპროგრამებას პითონზე, მონაცემთა ბაზების ვიზუალიზაციას და ანალიზს, ტექნოლოგიურ მეწარმეობას, სამომხმარებლო ინტერფეისს და დიზაინს და მსგავს ტექნოლოგიურ პროგრამებს. გარდა ამისა, შეიქმნება დიდი ვებ პლატფორმა, სადაც ამ კურსების მასალები იქნება განთავსებული. ამ პლატფორმის საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიურ კომპანიებთან და მენტორებთან დაკავშირება. ამ რესურსებით სარგებლობას სხვა სკოლებიც შეძლებენ",- აცხადებს ნანა დიხამინჯია, ილიაუნის ვიცე რექტორი, ინოვაციების და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია განვახორციელეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ქვეყნის მომავლის და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ საქართველოში 100 სასწავლო დაწესებულებას მოვიცავთ და მათ შევთავაზებთ თანამედროვე, ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ამ პროექტის დაფინანსებისთვის და რაც მთავარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს,რომლის უშუალო ინიციატივით და ავტორობით ხორციელდება ეს პროექტი. ჩვენ მოვახდენთ ფინანსურ მხარდაჭერასაც და ასევე ჩვენი ყველა რეგიონული ტექნოპარკი, ბათუმში,ზუგდიდსა თუ სხვა ქალაქებში ჩართული იქნება ამ პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ.

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდთან (IEF) თანამშრომლობით ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა