ლევან იოსელიანი - მიღწეულია შეთანხმება, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ცესკო-ში, ასევე საოლქო დონეზე არა წარმომადგენელი, არამედ სრულფასოვანი წევრი ეყოლება

მიღწეულია შეთანხმება, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ცესკო-ში, ასევე საოლქო დონეზე არა წარმომადგენელი, არამედ სრულფასოვანი წევრი ეყოლება, - ამის შესახებ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „მოქალაქეების" წევრმა, ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-ში ყველა პარტიისთვის საკუთარი წევრის ყოლას გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

„დღეს შევთანხმდით, რომ ყველას საკუთარი წევრი ეყოლება როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქოს დონეზე და პარიტეტი პარტიების სასარგებლოდ იქნება დაცული. ვცდილობთ, რომ პროფესიული ნაწილის არჩევა დავაზღვიოთ ამ პროცესში არასამთავროების ჩართულობით. პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა იყო, რომ მათ წარმომადგენლობა კი არ ჰყოლოდათ სათათბირო ხმის უფლებით, არამედ სრულფასოვანი წევრები. ეს არის მიღწეული და ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება სრულფასოვანი წევრი როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქოს დონეზე. რაც შეეხება საუბნოს, ეს კომპონენტი დარჩენილია ღიად, რომელზეც არასამთავროებს აქვთ საკუთარი პოზიცია და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. დღეს მოქმედი სისტემით, მხოლოდ სამ პარტიას ჰყავდა ცესკოში წევრები. მომავალში ერთპროცენტიან პარტიასაც და 40 პროცენტიან პარტიასაც, ვინც საარჩევნო ბარიერს გადალახავს საკუთარი წევრები ეყოლება"- განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა