პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება აქტივისტების მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკანა შესასვლელ კარზე იმ სტიკერის გაკვრას მოჰყვა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. აქტივისტების განმარტებით, ეს იმის სიმბოლოა, რომ სალომე ზურაბიშვილი „რუსული პროექტია“.

აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებას და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ სალომე ზურაბიშვილს ვეუბნებით, რომ მას შეუძლია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის პირველი ნაბიჯი გადადგას და გიორგი რურუა გაათავისუფლოს“,-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.

სამართალდამცავებმა სტიკერი კარიდან მოაშორეს და ერთ-ერთი აქტივისტის იდენტიფიცირება მოახდინეს. როგორც აქტივისტები ვარაუდობენ, იმ აქტივისტის დაჯარიმება მოხდება, რომელმაც სტიკერი გააკრა.

ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულებულია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს