პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა და გიორგი რურუას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ადგილზე შეკრებილები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებდნენ.

მათ ამავე მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს რომელსაც ხელს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ვალერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა და ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე აწერენ.

აკაკი კობალაძის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, კონგრესმენებს და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეგზავნება.

,,დღეს სამოქალაქო საზოგადოება, გიორგი რურუას მხარდამჭერები ვაკეთებთ გიორგი რურუას მხარდასაჭერ აქციას პრეზიდენტის სასახლესთან. პრეზიდენტი კონსტიტუციით არის გარანტი პოლიტიკური სტაბილურობისა და სამოქალაქო კონსოლიდაციის. ამიტომ, ჩვენ მას მოვუწოდებთ, 4 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალოს, როგორც აღიარა შიდა პოლიტიკურმა სპექტრმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ. მიიღოს ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესრულდეს ის მუხლი, რომელიც იდო პოლიტიკურ მაგიდაზე. ჩვენ მივმართავთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, მათ შორის ჯო ბაიდენსაც და ვაპირებთ, რომ პირადად გადავუგზავნოთ ეს დოკუმენტაცია”, - აღნიშნა აკაკი კობალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს