კოტე კემულარია - ვამბობდით, რომ გახარია დაემუქრა კობახიძეს გადადგომით, რაც ჩამოანგრევდა სახელისუფლებო ვერტიკალს - გახარიამ ეს მუქარა სისრულეში მოიყვანა

ვამბობდით, რომ გახარია დაემუქრა კობახიძეს გადადგომით, რაც ჩამოანგრევდა სახელისუფლებო ვერტიკალს - გახარიამ ეს მუქარა სისრულეში მოიყვანა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კოტე კემულარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას ასევე ეყო ძალა და თავისი გადადგომით, უდანაშაულო, ქვეყნის ინტერესების ჭეშმარიტი მცველების, მორიგი სადისტური სისხლისღვრა შეაჩერა.

„კიდევ უფრო კარგი იქნება, ქვეყნისთვის პირველ რიგში, თუ გახარია იტყვის, როგორ და ვის მიერ გაიცა მომიტინგეებისათვის დამიზნებით ტყვიის სროლის ბრძანება.

ვამბობდით, რომ გახარია დაემუქრა კობახიძეს გადადგომით, რაც ჩამოანგრევდა სახელისუფლებო ვერტიკალს. გახარიამ ეს მუქარა სისრულეში მოიყვანა და „ოცნებას“ დედა მოუკლა.

ახლა მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს. ოპოზიცია მზადაა რეალური დღის წესრიგით მოლაპარაკების გასამართად. მოლაპარაკების თემა იქნება - ხელახალი და სამართლიანი არჩევნები. ეს კი, საზოგადოების და პოლიტიკური ძალების უპრეცედენტო ერთობამ და ბოიკოტმა შეძლო.

პოლარიზაციის დასრულების რეალური შანსი გაჩნდა. ასევე შანსი იმის, რომ გავმართოთ სამართლიანი არჩევნები, აღვადგინოთ ინსტიტუტები, დავიბრუნოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობა, სწრაფად აღვადგინოთ მოქალაქეების შელახული უფლებები, ერთად ვიზრუნოთ განვითარებაზე და წინსვლაზე. ამიტომაა ახლა კიდევ უფრო აუცილებელია ჩვენი ერთად დგომა, რომ მშვიდობიანი გზით მივიდეთ ხელახალ სამართლიან არჩევნებამდე“, - განცხადა კემულარიამ.

აღნიშნულ კომენტარს „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს