ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა ოქმი შეადგინეს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტებს კარვები მოპარეს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა ოქმი შეადგინეს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტებს კარვები მოპარეს.

მანამდე პოლიციის წარმომადგენლებსა და აქტივესტებს შორის დაპირისპირება იყო სწორედ კარვების დაკარგვის გამო.

აქტივისტები პოლიციისგან ითხოვდნენ პასუხს, თუ სადაა მათი კარვები.

ისინი ამბობენ, რომ კარვები სამართალდამცველებმა მოიპარეს, პოლიციის წარმომადგენლებმა კი მათ განუმარტეს, რომ კარვებს მოგვიანებით დაუბრუნებენ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „მოუწიათ ოქმის შედგენა საკუთარ თანამშრომელზე, რომ ის არის ქურდი. ამბობდა, რომ კი მოგპარე, მაგრამ ხვალ დაგიბრუნებო”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს შენობის უკანა მხარეს აქამდე განთავსებული კარვების პარლამენტის წინ გადმოტანა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა